ჩერი ბეიტმენის გამოცდილებამ ის წამყვან პოზიციამდე მიიყვანა Defender-ის ახალ პროექტში. ზედაპირის ციფრული დიზაინის უფროსი ინჟინერი ასრულებდა მაკავშირებელი ხიდის როლს დიზაინერებსა და ინჟინრებს შორის, რადგან აკავშირებდა ხელმეორედ დაბადებული 4x4 ლეგენდის გამორჩეულ იერსახეს საუკეთესო შინაგან მახასიათებლებსა და გამძლეობასთან.
ჩერის ბავშვობიდან ჰქონდა მანქანების უდიდესი სიყვარული, როდესაც უყურებდა ავტორბოლას თავის მამასთან ერთად. ჩერი ამაყობდა იმით, რომ წლების მანძილზე მუშაობდა ახალ მანქანაზე, რომელსაც ადამიანები სულმოუთმენლად ელოდნენ. მისი ზეგავლენა Defender-ზე მკაფიოდ ჩანს – მას ლამაზი დიზაინის, მაღალი ტექნოლოგიის წინა ფარები აქვს.
ჩერის, როგორც ექსტერიერის ზედაპირის ინჟინერს, შეეძლო ნებისმიერ რამეზე მუშაობა, რასაც მომხმარებელი ხედავდა ან ეხებოდა. Defender-ის წინა ფარების შემთხვევაში ეს ნიშნავდა განათების მთავარ გარე ლინზებს, მოხვევის ისრიან ინდიკატორებს, ხელსაწყოს არშიას და ძლიერი წნევის ქვეშ რეცხვის საცმს.
„მან უნდა იმუშაოს ყველა საინჟინრო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. და თითოეული დეტალს აქვს დაშვება. ისინი სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული და განსხვავებული ღრეჩოები აქვს ერთმანეთს შორის.
„უნდა იცოდეთ, რას აკეთებს თითოეული დეტალი იმუშაოთ მომწოდებლებთან, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი შესაბამისობაშია მოყვანილი, რადგან თუ ერთი სექცია არ არის, ის ვერ მოეგრება და ვერ იმუშავებს.“
Defender იყო ჩერისა და მისი კრეატიული ჯგუფის გამოცდა პრობლემების გადაჭრაში, 3D სივრცულ აღქმასა და კომუნიკაციასა და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევაში. თითოეული კომპონენტი მათ მიერ მისადაგებული იყო ერთმანეთთან და ერთად მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო და, ამავდროულად, ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ დიზაინერებს.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დიზაინის მაქსიმალურ შესაბამისობას დანიშნულებასთან“.
კრიტიკოსები და მომხმარებლები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ – Defender მისი 2019 წელს გამოშვების შემდეგ უდიდესი სენსაცია იყო. ჩერი ზოგჯერ Defender-ს მართავს უნივერსიტეტში მისასვლელად, სადაც საავტომობილო დარგის კრეატიული სპეციალისტების მომავალ თაობებს სტიმულს აძლევს.
„ეს სახალისო მანქანაა. ის დახვეწილია, მაგრამ სახალისო. შეგიძლიათ, ეს მანქანა გახადოთ ისეთი, როგორიც გსურთ და შეასრულებინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფუნქცია. ამ მანქანას ნებისმიერი რამ შეუძლია”.
ჩერი JLR-ს მას შემდეგ შეუერთდა, რაც საავტომობილო დიზაინი შეისწავლა.
„ვფიქრობ, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მიამიტურად ვფიქრობდი, რომ იმდენივე ქალი ისწავლიდა, რამდენიც მამაკაცი. 120 კაციან ჯგუფში მხოლოდ სამი ქალი ვიყავით”.
ახლა ეს იცვლება. ჩერი საკუთარ როლს თამაშობს JLR-ის ქალთა კრეატიულ ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავს ქალი კოლეგების მხარდაჭერას და აღიარებას.
„ჩვენ დასაბუთებულად გვსურს, რომ JLR იყოს მრავალფეროვანი. იყო სიტუაციები, როცა ქალ-სიმბოლოს მეძახდნენ. მე არ მინდა ვიყო ქალი-სიმბოლო. მე იქ მინდა ვიყო იმის გამო, რასაც ვაკეთებ და არა იმის გამო, რომ ქალი ვარ”.