ლენდ როვერ ფლაგ-ინ ჰიბრიდი

ლენდ როვერ ფლაგ-ინ ჰიბრიდი


PHEV - ჩვენი ყველაზე ინოვაციური ავტომობილი
შეისწავლეთ PHEV
P400e რენჯ როვერს ლეგენდარულ შესაძლებლობებს, ელექტრიფიკაციის უპირატესობებს ანიჭებს; ელექტრომობილის რეჟიმში ის 51კმ-ის მანძილზე ავტომობილს მცირე გამონაბოლქვით უზრუნველყოფს.
ელიზაბეთ ჰილი
პროდუქციის მთავარი ინჟინერი

სიმძლავრე

PHEV იძლევა 404 ცხენის ძალას და გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 73 გ/კმ-დან. ამას უზრუნველყოფს ბენზინის 2.0-ლიტრიანი 300 ცხ.ძ-იანი ინჯენიუმის და 85-კილოვატიანი ელექტრო ძრავის კომბინაცია.

დახვეწილი, უხმო გადაადგილება

ელექტრომობილის რეჟიმში, PHEV პრაქტიკულად უხმოდ გადაადგილედება და ბენზინს ძრავის რეჟიმზე რბილი გადასვლით გამოირჩევა.

მართვის რეჟიმები

შეარჩიეთ პარალელური ჰიბრიდული რეჟიმი (ძირითადი რეჟიმი), რომელიც ბენზინის და ელექტრო ძრავებს კომბინირებულად ამუშავებს, ან სრული ელექტრომობილის რეჟიმი.

შეუდარებელი შესაძლებლობები

როცა საქმე შესაძლებლობებს და მახასიათებლებს ეხება, PHEV არის ზუსტი და უკომპრომისო და სრულად ინარჩუნებს უბადლო მართვის უნარს როგორც დაჭაობებულ, ასევე კლდოვან გზებზე.

როგორ მუშაობს

ელექტრომობილების შესახებ

მსუბუქად ჰიბრიდული ელექტრომობილი (MHEV)

მსუბუქად ჰიბრიდული ელექტრომობილი (MHEV)

MHEV არის მსუბუქად ჰიბრიდული სისტემა, რომელიც იმ ენერგიას მოიპოვებს და აგროვებს, რომელიც ავტომობილის შენელებისას გამოიყოფა. შემდგომში კი ამ ენერგიას ძრავის დასახმარებლად იყენებს. მასში გაერთიანებულია სისტემა სტოპ სტარტი, რომელიც უქმეობისას ძრავს გათიშვის საშუალებას აძლევს. ეს ყველაფერი ავტომობილის საწვავის ხარჯს ამცირებს.
ჰიბრიდულ ელექტრული მანქანა (HEV)

ჰიბრიდულ ელექტრული მანქანა (HEV)

ჰიბრიდულ ელექტრომობილი (HEV) აერთიანებს შიდაწვის და ელექტრო ძრავებს, ასევე ელემენტების ბლოკს. ფლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV) გარე წყაროდან იმუხტება და მუხრუჭების რეგენერაციის სისტემას იყენებს. ამასთან, რბილად გადადის შიდაწვის ძრავის რეჟიმიდან ელექტრულზე და ოპტიმალური ეფექტურობით მუშაობს.
ფლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV)

ფლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV)

აერთიანებს შიდაწვის და ელექტრო ძრავებს, ასევე ელემენტების ბლოკს. პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV) გარე წყაროდან იმუხტება და მუხრუჭების რეგენერაციის სისტემას იყენებს. ამასთან, რბილად გადადის შიდაწვის ძრავის რეჟიმიდან ელექტრულზე და ოპტიმალური ეფექტურობით მუშაობს.
ელექტრომობილი (BEV)

ელექტრომობილი (BEV)

ელექტრომობილი შიდაწვის ძრავის გარეშეა და მას მხოლოდ ელექტრო ძრავი ემსახურება. მას ენერგიით ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც ფლაგ-ინ წყაროდან იმუხტება. მუდმივად ელექტრომობილის რეჟიმში მუშაობს. ასევე იყენებს მუხრუჭების რეგენერაციის სისტემას და აქვს ნულოვანი გამონაბოლქვი.

ელექტრომობილის დამუხტვა

PHEV-ის დამუხტვის შესახებ

PHEV-ის დამუხტვის შესახებ


დასამუხტი სადენი საშუალებას გაძლევთ მთელი ღამის განმავლობაში დამუხტოთ თქვენი ავტომობილი. სწრაფი დამუხტვის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ A/C სისტემები.
ისწავლეთ დამუხტვა

აირჩიეთ თქვენი მოდელი

რენჯ როვერ PHEV

რენჯ როვერ PHEV

გამორჩეული, დახვეწილი და მდიდრული. ეს არის ავტომობილი, რომელიც კლასიკური რენჯ როვერის თვისებებსთან ერთად ინარჩუნებს PHEV-ისთვის დამახასიათებელ ეფექტურ მახასიათებლებს.
გამოიკვლიეთ ეს მოდელი შექმენით საკუთარი
რენჯ როვერ სპორტ PHEV

რენჯ როვერ სპორტ PHEV

რენჯ როვერ სპორტ PHEV-ზე, მახასიათებლები, შესაძლებლობები და ეფექტურობა ახალ სიმაღლეზეა აყვანილი. დინამიურ დიზაინს და თავდაჯერებულ, სხარტ მართვას, გაუმჯობესებული მახასიათებლები და ჩვენი ყველაზე ინოვაციური ძრავის შემცირებული გამონაბოლქვი დაემატა.
გამოიკვლიეთ ეს მოდელი შექმენით საკუთარი

**წყლის წინღობის გადალახვა მხოლოდ ჩართული ძრავით არის შესაძლებელი.
*
* დამუხტვის დრო, ბაზრის, დენის ძალის და დასამუხტი სისტემის შესაბამისად იცვლბა.
^ პარალლური ჰიბრიდული რეჟიმი ავტომატურად, მაშინ ჩაირთვება, როდესაც ჩვეულებრივზე მეტი სიმძლავრე და მომენტია საჭირო, ან მაშინ, როდესაც ელემენტების დამუხტვა არასაკმარის დონემდე დაეცემა. PHEV მოდელებზე უკანა საბარგულის მოცულობა შემცირებულია. მეტი დეტალისთვის, მიმართეთ ადგილობრივ საცალო გამყიდველს.
‡ ყველა მაჩვენებელი, მწარმოებლის მიზანს წარმოადგენს და წარმოების დაწყებამდე, დადასტურებას საჭიროებს. CO2-ის და საწვავის ხარჯის მონაცემები, ბორბლების შესაბამისია და სტანდარტული ბორბლებით, მინიმალური მაჩვენებელი შესაძლოა მიუღწეველი იყოს.