მობილური მალარიის პროექტი
პროექტი მობილური მალარია და ლენდ როვერის და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების სტიპენდიის გამარჯვებულები, აფრიკაში მიემართებიან, სადაც რვა დღეს დაჰყოფენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნამიბია, ზამბია, ტანზანია და კენია.
მკვლევართა ჯგუფი კომპანია სპეციალური ავტომობილების ოპერაციების მიერ შემუშავებული და დამზადებული, მოდიფიცირებული ლენდ როვერ დისქავერით მოივლის ამ ქვეყნებს და მობილური ლაბორატორიით, რომელიც ავტომობილის ეკიპირებაში შედის, მალარიის პრობლემებს შეისწავლის. აფრიკა მსოფლიოს ის რეგიონია, რომელზეც მსოფლიოში დაფიქსირებული მალარიის ფაქტების 90% მოდის.