Defender-ის შესაქმნელად ათასობით ადამიანი და კომპონენტი გაერთიანდა. დენიზ იეტკინი ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებს.
დენიზი ამოწმებს, რომ Defender ოჯახში ყველა განვითარებული პროდუქტი დროულად იყოს მიწოდებული, გამოირჩეოდეს კარგი ხარისხით და ფასით. JLR მას უწოდებს პროცესის ჯაჭვის ხელმძღვანელს ავტომობილების პროგრამებისთვის.
ძალზე დიდი საქმეა, როდესაც ადამიანები დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს მანქანის სტრატეგიის, დიზაინის, შემუშავებისა და ექსპლუატაციაში გაშვების მიზნები. და ეს ყველაფერი არაა: დენიზი ასევე ზედამხედველობას უწევს ხუთ გუნდს, რომელიც ფოკუსირებულია Defender-ის უსაფრთხოებაზე, სავარძლებზე, სალონზე, კარებზე/შუშაზე და მძღოლის სალონზე/კლიმატზე.
დენიზი მუშაობს ხელმეორედ დაბადებული 4x4 ლეგენდის ყველა ეტაპზე. „დიზაინის საწყისი ფაზიდან დაწყებული, მე მჭიდროდ ვთანამშრომლობ ინჟინერთა გუნდთან, რათა პროდუქტი იყოს ინოვაციური და ამავდროულად აკმაყოფილებდეს ხარისხის და საიმედოობის სტანდარტებს.
„მე ვმონაწილეობ დახვეწილ საიჟინრო პროცესში, ამიტომ დიზაინის თითოეული ასპექტი ყურადღებით მოწმდება. ამაში შედის საცდელი წარმოების ფაზების ტესტირების ზედამხედველობა, გამოწვევებთან გამკვლავება მათი წარმოქმნისას და დიზაინის დახვეწა იმისთვის, რომ ის შეესაბამებოდეს Defender-ის კალიბრის ავტომობილის უმკაცრეს სტანდარტებს”.
ამის შემდეგ მოდის საცდელი წარმოება და საბოლოო ჯამში, სერიული წარმოება. მაგრამ დენიზისთვის ამით საქმე არ სრულდება.
„ჩემს როლში ასევე შედის ბიუჯეტის, ხელსაწყოების, დიზაინის და შემუშავების ხარჯების მართვა და ასევე დეტალების ფასზე მუშაობა Defender-ის თითოეული პროექტის საერთო წარმატებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“.
Defender-ზე მუშაობამდე ის იყო მომწოდებლის ხარისხის პროექტის მენეჯერი, შემდეგ – ელექტრული ინჟინერიის განყოფილების ხარისხის მართვის მენეჯერი და მართავდა მრავალფეროვან გლობალურ ჯგუფს, რომელიც მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის, გასართობი საინფორმაციო სისტემების, მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემებისა და ელექტროგამანაწილებელი სისტემის ხარისხზე.
JLR-ში ათწლიანი გამოცდილების გამო დენიზს ძალიან უყვარს Defender. „ძალიან მომწონს ფუფუნების და საიმედოობის ეს უნიკალური შერწყმა. მანქანის შექმნა, რომელშიც გაერთიანებულია თავგადასავალი და საიმედოობა, ჩემი არა მხოლოდ სამუშაოა, არამედ უდიდესი თვითკმაყოფილების წყაროც არის”.
მისი ბევრი სხვა კოლეგის მსგავსად, ის აქარწყლებს იმ იდეას, თითქოს მანქანა იქმნება მამაკაცების მიერ მამაკაცებისთვის.
„მე პირადად ძალზე მომწონსის, რომ Defender-ში შერწყმულია თავგადასავალი და ფუფუნება, რადგან ეს სცდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებს.
„ჩემი როლი შემუშავების პროცესში იმის უზრუნველყოფაა, რომ Defender ასახავდეს მრავალფეროვანი აუდიტორიის, მათ შორის, ქალების სურვილებს, რომლებიც აფასებენ როგორც თავგადასავალს, ასევე მანქანის დახვეწილ მართვას”.
ერთ-ერთი მაგალითი, რომელზეც დენიზი მიუთითებს, Auto Access Ride Height მახასიათებელია, რომელიც შემუშავებულია Defender-ში ასვლისა და ჩამოსვლის გასამარტივებლად. „მე, როგორც ქალს, ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მომწონს.
ჩემი ისეთი პროდუქტების შესაქმნელად ვისწრაფვი, რომლებიც გამოხმაურებას პოულობს ფართო აუდიტორიაში და მრავალფეროვანი საჭიროებების ეს ღრმა გააზრება მიუთითებს, რომ Defender-ის გუნდი ინკლუზიურობის ერთგულია“.