როდესაც Defender-ის მომხმარებლები მართვის პროცესში შეფერხების გარეშე ახორციელებენ ზარებს, უსმენენ მუსიკას ან ახორციელებენ სატელიტურ ნავიგაციას, ამაში გარკვეული წილი ემა კოვალჩუკსა და მის გუნდს მიუძღვის.
ჩვენი უმეტესობა არასდროს არ დაფიქრებულა, როგორ მუშაობს მთელი ეს ტექნიკა ჰარმონიაში. ემა ინტერესდება ამით. ის გეტყვვით, რას ნიშნავს იპოვო საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება დაყენდეს მანქანის ანტენა მაქსიმალური ეფექტურობისთვის. და ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ელექტრონული მოწყობილობის ცალკეული ნაწილების ისეთი გაერთიანების უნარი, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდეს ერთმანეთისთვის ხელის შეშლის გარეშე. ამას ეწოდება შეკავშირება და მნიშვნელოვანია, ამას მოვერიდოთ.
როგორც JLR-ის ელექტრომაგნიტური განყოფილების უფროსი, ემა ხელმძღვანელობს პროფესიონალი ინჟინრების გუნდს, რომელიც კომპიუტერულ სიმულაციას იყენებს ერთი საკვანძო პრობლემის გადასაჭრელად. „ეს ძირითადად იმას გულისხმობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ელექტრული სიგნალების გადაცემა მანქანის გარედან შიგნით მყოფი მომხმარბელისადმი, რომელეც შეიძლება ტვირთავდეს პროგრამულ მოწყობილობას ან აწარმოებს მედიის სტრიმინგს მართვისას“.
ადამიანები სულ უფრო მეტად მოელიან, რომ მათი მანქანა სმარტფონივით იმოქმედებს. ემას გუნდს ეს ესმის. „გვსურს, ამ კავშირისა და გამოცდილების იმიტირება მანქანის შიგნით. ნებისმიერი რამ, რისი გაკეთებაც ტელეფონს შეუძლია, გვსურს, რომ მანქანასაც შეეძლოს. ამიტომ, მაგალითად, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, თუ სად მდებარეობს ანტენები მანქანაში. ეს იძლევა იმავე ფუნქციონალურობის მიღების საშუალებას, რასაც ტელეფონიდან იღებთ“.
ეს ფუნქციონალურობა მოიცავს დისტანციურ განახლებებს. ემას მუშაობამ სარეგებლი მოუტანა JLR-ის უსადენო პროგრამული უზრუნველყოფის (SOTA) ტექნოლოგიას, რაც Defender-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ განახლებები საცალო გამყიდველთან ვიზიტის გარეშე. ბოლო დროს ეს იყო Amazon-ის Alexa-ას ხმის ამოცნობის ტექნოლოგია – ბონუსი, რომელსაც ბევრი მომხმარებელი არ ელოდა.
„ვფიქრობ, მომხმარებელს მოეწონება ის, რომ ამას უსადენო კავშირით მიიღებენ და არ დასჭირდებათ საცალო გამყიდველთან მისვლა. ადამიანს რომ საცალო გამყიდველთან მისვლა ვთხოვოთ, ვფიქრობ, ამას არაკომფორტულად მიიჩნევენ”.
ანტენა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, მდებარეობს პატარა, ფარფლის ფორმის გარდამავალ ნაკვეთურში, რომელიც Defender-ის სახურავზე მდებარეობს, უკანა კართან ახლოს, და ამას თავისი დასაბუთებული მიზეზი აქვს. იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველივე სათანადოდ მუშაობდა, საერთო პროექტში მნიშვნელოვანი წვლილია შეტანილი.
„თუ ანტენას ცუდ ადგილას განვათავსებთ, დიდი შანსია, რომ მან სიგნალების კარგად დაჭერა ვერ შეძლოს. შეგიძლიათ, ის სადმე ბამპერში განათავსოთ, სადაც დამალული იქნება, მაგრამ მანქანის ლითონის კორპუსმა შეიძლება დაბლოკოს საკომუნიკაციო კავშირი ძირითად სადგურთან და ეს პრობლემა იქნება. ჩვენ ის ზემოთ განვათავსეთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ემუშავა”.
იმის გასაგებად, თუ როგორ იქცევა სხვადასხვა ელექტრომაგნიტური სიგნალი და ზემოქმედებს ერთმანეთზე, ემამ და მისმა გუნდმა შექმნეს სურათები, რომლებიც გარკვეულწილად ღრუბლებით გარშემორტყმული მანქანების ძარებს წააგავს. მისი აზრით, ეს მხიარულების ნაწილია. „ეს ნამდვილად კარგი რამ არის, რადგან შესაძლებელია ვიზუალურად აჩვენო, რას აკეთებს ველები. ბევრი ადამიანი ელექტრომაგნიტურ კომუნიკაციას „ჯადოსნობას“ უწოდებს, რადგან ზოგჯერ ვერ ხვდებით, უბრალოდ, ვერ იგებთ, რით არის გამოწვეული პრობლემა. მაგრამ სიმულაციის საშუალებით შეგიძლიათ, რეალურად დაინახოთ, სად მდებარეობს ველები და სად მოხდა კავშირი. ამით ჯადოსნობა ქრება, რადგან მისი ვიზუალიზაცია ხდება შესაძლებელი”.
გარე სამყაროსთან კავშირის გარდა, Defender აგზავნის სიგნალებს თავის საბორტო ტექნოლოგიებს შორის. გუნდმა ადაპტური კრუიზ-კონტროლის რადარულ სისტემაზე, მძღოლის ბრმა ზონის მონიტორსა და Defender-ის საბურავების წნევაზე იმუშავა.
ემა, რომელმაც JLR-ში მუშაობა დაიწყო 2015 წელს, იყო პირველი ადამიანი კომპანიაში, რომელიც მუშაობდა ელექტრომაგნიტურ სიმულაციაზე. მას შემდეგ მისი გუნდი რვა ადამიანამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ქალია. „ძალიან ვამაყობ გუნდის მიერ შესრულებული მთელი მუშაობით და იმ პოტენციალით, რომელიც მათ მოცემულ სფეროში განავითარეს“.
ეს უნარები ემამ განავითარა, რადგან ბავშვობაში უყვარდა STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე და მათემატიკა) საგნები. „მეცნიერება და მათემატიკა ყოველთვის მაინტერესებდა და ეს საგნები ჩავაბარე GCSE-ში და A-დონეზე. ნამდვილად მქონდა ინტერესი ელექტრონიკის მიმართ და ამიტომ უნივერსიტეტში საინჟინრო საქმე შევისწავლე. ჩემი სადოქტორო დისერტაცია დავიცავი უსადენო კომუნიკაციაში, ასე რომ, შეგიძლიათ იხილოთ, როგორ ვვითარდები წინსვლის პროცესში“.
სწავლის დასრულების შემდეგ ემა მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში, სანამ საკუთარი უნარების გამოყენებას საავტომობილო ინდუსტრიაში დაიწყებდა. ვინაიდან ელექტრონიკა სულ უფრო ინერგება თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებში, მისი მაგალითი შეიძლება სხვებისთვის მისაბაძი გახდეს.