რენჯ როვერ ველარი


ავანგარდული რენჯ როვერი. ახლა უკვე ხელმისაწვდომია, როგორც PLUG-IN ჰიბრიდი.

CO2-ის შემცველობა გ/კმ 49-დან

საწვავის ხარჯი კომბინირებული ლ/100 კმ 2.2-დან

ექსტერიერის დიზაინი

დახვეწილი, მძლავრი წინა ნაწილი, რბილად გადადის ძარის ძირითად ტანზე და კულმინაციას აღწევს ელეგანტურად დავიწროებულ უკანა ნაწილში.

Range Rover Velar L560
დააჭირეთ ურთიერთქმედებისთვის

ინტერიერის დიზაინი

გახდით რენჯ როვერ ველარის სამყაროს ნაწილი, სადაც სიმშვიდე და ელეგანტური უბრალოება გელით.

დახვეწილი ინტერიერი

დახვეწილი ინტერიერი

ხაზი გაუსვით თქვენი რენჯ როვერ ველარის დახვეწილობას სავარძლების ლამაზი მასალებით, როგორიცაა უინძორის პერფორირებული ტყავი, ზამში ან პრემიუმ ტექსტილი.
ოსტატურად შექმნილი ინტერიერი

ოსტატურად შექმნილი ინტერიერი

თანამედროვე მასალების მეშვეობით, ინტერიერი კიდევ უფრო დახვეწილი ხდება და ყველაზე მომთხოვნი გემოვნების დაკმაყოფილებაც შეუძლია. თქვენს მგზავრებს გარანტირებული აქვთ კომფორტული მგზავრობა, რასაც უზრუნველყოფს უინძორის ტყავის სავარძლები, რომლებსაც წახნაგოვანი ალმასის მსგავსი გაფორმება ამშვენებს.
ხელის გაყოფილი საყრდნობი

ხელის გაყოფილი საყრდნობი

რენჯ როვერ ველარის შიგნით, თქვენ დაგხვდებათ მოსახერხებელი და დახვეწილი დეტალები, როგორიცაა ხელის ორმაგი გამოსაწევი საყრდნობები, რომლებიც ცალ-ცალკე რეგულირდება. მოირგეთ თქვენზე, მიეყუდეთ სავარძლის საზურგეს და დაისვენეთ.

ძირითადი მახასიათებლები

დახვეწილობა და მდიდრულობა

დახვეწილობა და მდიდრულობა

ფუფუნების და დახვეწილობის შერწყმა, რენჯ როვერ ველარით თქვენს ნებისმიერ მოგზაურობას სასიამოვნოს გახდის.
ტექნოლოგია

ტექნოლოგია

სწრაფად იპოვნით იმას, რასაც ეძებთ და არ დაიკარგებით მენიუებში, ეკრანებსა და დაფარულ ფუნქციებში. რენჯ როვერ ველარის საინფორმაციო გასართობი სისტემა Pivi, ინტუიციური ინტერფეისით გამოირჩევა, რაც მის გამოყენებას ეფექტურს და სასიამოვნოს ხდის.
შესრულება

შესრულება

სიმძლავრე, სასიამოვნო მართვა, რბილი სვლა და საწვავის ეკონომიური ხარჯი - ამ ყველაფერს თქვენთვის ძრავი უზრუნველყოფს. მთელი ჩვენი სამოდელო გამა აღჭურვილია ტექნოლოგია სტოპ/სტარტით, რასაც ემატება ბენზინის და დიზელის ძრავების არჩევანი, რომლებიც Mild Hybrid (MHEV) ტექნოლოგიით არის ეკიპირებული.

შეარჩიეთ თქვენი მოდელი

აღმოაჩინეთ თქვენთვის იდეალური რენჯ როვერ ველარი.

რენჯ როვერ ველარი

რენჯ როვერ ველარი

რენჯ როვერ ველარი მინიმალისტური დიზაინის სფეროში ლიდერია. სუფთა, ელეგანტური და თავისებური ფორმებით, ეს ავტომობილი შთამბეჭდავად გამოიყურება. საავტომობილო დიზანის ამ სრულყოფილ ნიმუშში, სიმძლავრე და ელეგანტურობა, ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს.
RANGE ROVER VELAR S

RANGE ROVER VELAR S

შეუდარებელი დახვეწილობით და მოდერნისტული დიზაინით გამორჩეული Range Rover Velar S, პრემიუმ LED ფარებით, მასთან კომბინირებული დღის სვლის შუქებით და პერფორირებული და გრანულირებული სავარძლებითაა ეკიპირებული და აქვს ინტერნეტ პაკეტი სატარიფო გეგმით.
RANGE ROVER VELAR SE

RANGE ROVER VELAR SE

შესანიშნავი დიზაინი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ულტრა თანამედროვე Rover Velar SE, 20" სტილი 7014, პრიალა მბრწყინავ ვერცხლისფერ დისკებზე დგას და უხილავი ზონების დამხმარე პაკეტით და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლით, კიდევ უფრო მშვიდ მართვაში გეხმარებათ.
RANGE ROVER VELAR R-DYNAMIC S

RANGE ROVER VELAR R-DYNAMIC S

Range Rover Velar R‑Dynamic S მტკიცე ხასიათით გამოირჩევა. ბამპერის გამომწვარი სპილენძისფერი აქცენტები, კაპოტის და გვერდითი პანელების სავენტილაციო ჭრილები, მის დახვეწილ გარეგნობას, კიდევ უფრო თანამედროვე შესახედაობას ანიჭებს. ემბლემა კაპოტზე, წარწერა უკანა კარზე და რადიატორის ცხაურა, ჩრდილოვან ატლასისფერშია შესრულებული.
RANGE ROVER VELAR R-DYNAMIC SE

RANGE ROVER VELAR R-DYNAMIC SE

Range Rover Velar R-Dynamic SE, სიმძლავრეს და დახვეწილობას ასხივებს. 20-დუიმიანი, სტილი 1032 ატლასისებრი მუქი ნაცრისფერი დისკები და მატრიცული LED ფარები, დღისით სვლის შუქებით, ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. გარდა ამისა, თქვენს განკარგულებაშია ისეთი საზრიანი ფუნქციები, როგორიცაა უხილავ ზონებში დახმარების პაკეტი.
RANGE ROVER VELAR R-DYNAMIC HSE

RANGE ROVER VELAR R-DYNAMIC HSE

Rover Velar R-Dynamic HSE-ზე, სტილის და აღჭურვილობის შეხამება კიდევ უფრო მაღალ დონეზეა. 21-დუიმიან, სტილი 5109 ატლასისებრი მუქ ნაცრისფერ დისკებსა და უინძორის პერფორირებული ტყავის სავარძლებს, კარგად ეწყობა MeridianTM-ის 3D სივრცული ხმოვანი სისტემა და მძღოლის დამხმარე პაკეტის ფუნქციები.
RANGE ROVER VELAR EDITION

RANGE ROVER VELAR EDITION

Range Rover Velar Edition თავისი ავანგარდული ფორმებითაც გამოირჩევა და უფრო მეტსაც გთავაზობთ. მათ შორის, მოსრიალე პანორამულ სახურავს, შავ კონტრასტულ სახურავს და შავ დეტალებს. მის პროგრესულ დიზაინს, კარგად ერწყმის 20-დუიმიანი შავი დისკები. ხელმისაწვდომია ექსტერიერის სხვადასხვა ფერით.

PLUG-IN ჰიბრიდი

მოიცავს ბენზინის 4-ცილინდრიან, 2.0-ლიტრიან Si4 300 ძრავს, 300 ცხენის ძალით და 4WD სისტემით და 143 ცხ.ძ (105 კვ) ელექტრო ძრავს. მისი ტექნოლოგია, ყოველდღიური სარგებლობისთვის მოსახერხებელია.
PLUG-IN ჰიბრიდი

გააგრძელეთ კვლევა

რენჯ როვერ ველარის მოდელები

რენჯ როვერ ველარის მოდელები

იხილეთ სრული სამოდელო გამა
სპეციფიკაციები

სპეციფიკაციები

იხილეთ ფაქტები და მონაცემები
გალერეა

გალერეა

რენჯ როვერ ველარის ხელოვნება

აქ მოყვანილი ციფრები გამოთვლილია NEDC2 სტანდარტის შესაბამისად, მწარმოებლის ტესტების საფუძველზე. მონაცემები შეიძლება იცვლებოდეს გარემო პირობების და მართვის სტილის შესაბამისად. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს.

დამატებითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა ავტომობილის სპეციფიკაციაზეა (მოდელი და ძალური დანადგარი) დამოკიდებული, ან საჭიროებს სხვა ფუნქციების დაყენებას. დეტალებისთვის გთხოვთ, ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს დაუკავშირდეთ, ან თქვენი ავტომობილი ონლაინ მომართეთ.

ინტერიერის ყველა ფუნქციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს საფრთხის შემცველი არაა. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი ყოველთვის სრულად აკონტროლებენ ავტომობილს.

Pivi და InControl ფუნქციები, ოფციები, მესამე მხარისგან შეთავაზებული მომსახურებები და მათი ხელმისაწვდომობა, ბაზარზეა დამოკიდებული. ამისთვის მიმართეთ ლენდ როვერის დილერს და პირობები მასთან შეათანხმეთ.

ზოგიერთ ფუნქციას გამოწერა სჭირდება, რაც დილერის მიერ რეკომენდებული პირველადი ვადის ამოწურვის შემდეგ, განახლებას საჭიროებს. მობილური ქსელის კავშირი, ყველა რეგიონში გარანტირებული არ არის. ტექნოლოგია InControl-თან დაკავშირებული ინფორმაცია და სურათები, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას საჭიროებს. ვერსიის კონტროლი და სხვა ცვლილებები, შერჩეულ ოპციებზეა დამოკიდებული.

Meridian არის Meridian Audio Ltd. Trifield-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. Trifield და სამ ველიანი მოწყობილობა არის Trifield Productions Ltd-ს სავაჭრო ნიშანი.