Defender-ის ლოგოს ახლო ხედი კაპოტზე

DEFENDER-ის ისტორია

Defender-ს შეუძლებელი შეუძლია. ის თავისი სპეციალურად გათვლილი, ძალზე სასურველი და ძალზე გამძლე დიზაინით თანამედროვეობის გმირია, რომელიც აფასებს საკუთარ წარსულს, მაგრამ ამავდროულად მომავლისკენ იხედება.


მსოფლიოს ამ პირველმა წარმატებულმა სამოქალაქო 4x4-მა ხელი შეუწყო მსოფლიოს ცვლილებას – გაშალა ახალი ჰორიზონტები თავგადასავლებისთვის, სამუშაოსა და ჰუმანიტარული სამქიანობისთვის ყველა კონტინენტზე.


Defender ასევე ჩვენს კულტურულ ლანდშაფტშიც გადაადგილდება. მას გადაყვანილი ჰყავს სამეფო ოჯახის წევრები გასტროლებზე და ასევე იმყოფებოდა მოქმედების ცენტრში, როდესაც ამ ავტომობილით კინოს უდიდესი ვარსკვლავები მგზავრობდნენ.


ამის გაკეთება ორმა მამაკაცმა შეძლო – შორსმჭვრეტმა ძმებმა უილქსებმა. სპენსერ უილქსი იყო Rover Company-ს გენერალური დირექტორი, ხოლო მორისი – მთავარი ინჟინერი, რომელიც ყოველთვის მომავალზე იყო ორიენტირებული.

ახალი და ძველი Defender პირისპირ, ღია ცის ქვეშ

Defender-ის ისტორია იწყება 1947 წლიდან რედ-უორფ-ის ყურიდან (უელსის კუნძული ანგლსი). მორის უილქსმა ქვიშაზე მოხაზა ის, რაც შემდგომში უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ავტომობილი.


ერთ წელიწადში მსოფლიოს მოევლინა დასრულებული Land Rover. ინდუსტრიული დიზაინის უნიკალური ნიმუში იმისთვის შეიქმნა, რომ აღჭურვილი ყოფილიყო მსუბუქი ალუმინის პანელებით, ძალიან მოკლე განაკიდებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შერჩევითი, ოთხი წამყვანი თვლის მქონე ამძრავით.


ადრეული მოდელების გარდა, ყველა სხვა დანარჩენ მოდელზე, წითელ და ყვითელ ღილაკიანი ბერკეტები ტრანსმისიაზე ორი თვლიდან ოთხზე გადართვის პროცედურას ამარტივებდა და მას მუშაობა ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო. ეს არის დღევანდელი Defender-ის წინამორბედი, ზედაპირზე რეაგირების უნიკალური სისტემა.


რამდენიმე თვეში უილქსის ქმნილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა. მალე მან დაიწყო მგზავრობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად. პირველი State Review Land Rover, საკუთარი ინდივიდუალური დიზაინის მქონე უკანა ბაქნით, გამოიყენებული იყო 1953 წელს დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინც ფილიპეს ხალხისადმი მისასალმებლად თანამეგობრობის სამეფოებში პირველი ტურის დროს.


დედოფალი ელისაბედ II მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ხშირად ჩნდებოდა Defender-ის საჭესთან სამეფო მამულებში, სადაც Defender-ები კვლავაც ემსახურება სამეფო ოჯახს.

Defender-ის ძველი მოდელი
ER 11 coronation batch

ავტომობილი ახალი ტიპის თავგადასავლების მაძიებელს ასევე საშუალებას აძლევს, იმოგზაუროს პლანეტის ნებისმიერი რელიეფის პირობებში. ახლა უკვე ლეგენდარულმა ოქსფორდის და კემბრიჯის შორი აღმოსავლეთის ექსპედიციამ პრესაში სახელი გაითქვა, როდესაც უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა 18 000 მილი გაიარა ლონდონიდან სინგაპურამდე 1955-56 წლებში.


ამ ისტორიით შთაგონებულმა ბრიტანელებმა, ჯორჯ და ჯინქს როჯერებმა 10 000 მილი დაფარეს შვიდ წელიწადში თავიანთი უნივერსალით, როდესაც სწავლობდნენ აფრიკის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ტომებსა და გარეულ ბუნებას. კანადელმა ბიოლოგმა ბრისტოლ ფოსტერმა და ველური ბუნების მხატვარმა რობერტ ბეიტმანმა 40 000 მილი გაიარეს და მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს. ასეთი კიდევ ბევრი იყო.


ასეთმა მცდელობებმა ხელი შეუწყო უგზოობის პირობებში რეკრეაციული მართვის პოპულარიზაციას. Camel Trophy-ს მონაწილეები, რომელიც 4x4 მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსია, შთაგონებულნი არიან იდეალური მრავალდანიშნულებიანი ინსტრუმენტის შექმნით რთული ექსპედიციებისთვის ან უბრალოდ კემპინგის მგზავრობისთვის.


Defender-მა ეს გლობალურ ფენომენად აქცია. ის კვლავაც შთაგონების წყაროა, რადგანაც არის თავგადასავლის, უგზოობის პირობებში მართვისა და ჰუმანიიზმის სიმბოლო.


ეს შესაძლებელი გახდა, რადგანაც სხვა ყველაფერთან ერთად, მისი საინჟინრო დიზაინი ფართო შესაძლებლობებს ითვალისწინებს. ის ახლაც ასეთია. ყველა ვერსია კიდევ უფრო განვითარდა და დაამკვიდრა სტანდარტები, რომლებსაც სხვები ვეღარ ეწევიან.


ახალმა, უფრო გრძელმა თვლების ბაზებმა ორიგინალი გამოსაყენებლად უფრო ადვილი გახადა, რაც იძლევა პიკაპისა და უნივერსალის ვარიანტების დამატების საშუალებას. უნივერსალში წარმოდგენილი იყო ცნობილი ალპური ფარნები სახურავზე, რაც ავტომობილში მეტ სინათლეს უზრუნველყოფს და იძლევა დამატებითი ხილვადობის საშუალებას მთაში ვირაჟებთან გასამკლავებლად.


ძრავები უფრო ძლიერი და ეფექტური გახდა, თუმცა ეს უპირატესად მაინც ფუნქციონალური ავტომობილი იყო. ადრეული დამატებითი „კომფორტული პაკეტი“ მოიცავდა მხოლოდ სახურავისა და კარის შემოსვას. თუმცა ერთმა მახასიათებელმა ყველა დროს გაუძლო – შეგიძლიათ, ისევ შეუკვეთოთ Defender გამძლე და რეცხვადი რეზინის დასაფენებით.

უდაბნოში პარკირებული Defender

პირველ დეკადაში პროდუქციის 70 პროცენტის ექსპორტი ხდებოდა 150 ქვეყანაში. მანამდე მსოფლიოში არცერთ ავტომობილს არ დაუტოვებია ამდენი საბურავის კვალი. მსოფლიოში ადამიანების უმეტესობისთვის ეს, ალბათ, იყო პირველი მანქანა, რომელიც ოდესმე ენახათ.


მსოფლიო გაყიდვები მოიცავდა სამხედრო ვერსიებს და Defender-ის სახელი ამით გახლდათ შთაგონებული, ხოლო შემდეგ გამოყენებული იქნა სხვა დანარჩენი ვარიანტების მიმართაც. ბევრი სამოქალაქო მოდელიც ასრულებდა გმირულ საქმიანობას, როგორიცაა ევაკუატორები, სასწრაფო დახმარების მანქანები და ჰიდრავლიკური პლატფორმები.


Defender რბოლაშიც კი გამოიყენებოდა, როიდესაც Bowler-ში ავტორბოლის ექსპერტებმა ის კონკურენტებისთვის შიშისმომგვრელ მანქანად აქციეს.


რასაკვირველია, ასეთი სიმტკიცის გამო 4x4 სულ უფრო სასურველი მანქანა ხდებოდა. 1958 წლის II სერიებში აღინიშნა მეტი ვიზუალური მომხიბვლელობა და დაემატა სარტყლის ხაზზე მრუდი, რომელიც დღევანდელ Defender-საც აქვს.

Defender Classic Editions საგამოფენო დარბაზში

ასეთმა იერსახემ მანქანა ულამაზეს ადგილებში მიიყვანა. 60-იან წლებში უდიდესი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მერილინ მონრო, სტივ მაკკვინი და პოლ მაკარტნი, ფოტოებს იღებდნენ ძმები უილქსების ყველაფრის დამმარცხებელ შედევრთან.


კომფორტის თანამედროვე მახასიათებლები გაჩნდა 1971 წლიდან, III სერიიდან და მოიცავდა ქვესადებიან ხელსაწყოთა პანელს და ხელსაწყოთა კომბინაციას, რომელიც განლაგებული იყო ახალი საჭის უკან. და V8 სიმძლავრე ხელმისაწვდომი გახდა მათთვის, ვინც მოითხოვდა უფრო მეტად ეფექტურ მუშაობას როგორც საგზაო ისე უგზოობის პირობებში.


1982 წლის County იყო კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ 4x4-ს გააჩნდა მეტი ცხენის ძალა. ავტომობილი გარეგნულად გამოირჩეოდა ახალი ფერებით და გადასაყვანი სურათებით და ამავდროულად, პირველად სთავაზობდა ქსოვილით გაწყობილ სავარძლებს.


ერთი წლის შემდეგ Ninety and One Ten ვერსიებში წამროდგენილი იყო უახლესი დიზაინი, რომელიც დარჩა კლასიკური Defender-ის წარმოების ბოლომდე. ასევე გაუმჯობესებულ ინტერიერთან ერთად გაჩნდა ტურბო დიზელის ძრავა. კომფორტი გაიზარდა ახალი ზამბარიანი საკიდარის შემოღების შედეგად.


Defender-ის სახელი 1990 წელს შემოიღეს. ის ზუსტად ასახავდა, თუ რას გრძნობდნენ მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ უნიკალური ავტომობილის მიმართ: საიმედო, სანდო, მყარი და მტკიცე. ის გათვალისწინებულია ხმელეთზე მოგზაურობისთვის.

Defender უგზოობის პირობებში, მოღრუბლულ/ქარიან ამინდში

დღევანდელი Defender აგრძელებს ამ ხაზს. ეს ახალი იმიჯის მქონე ლეგენდა მსოფლიო კლასის ექსპერტია როგორც გზაზე, ასევე უგზოობის პირობებში. ყველაზე მძლავრი და უნარიანი Defender, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ, ის შეუჩერებელია და უმალვე ამოცნობადი.


ხელმისაწვდომია 90, 110 და 130 ძარის სტილები, რვა სავარძლამდე, და თითოეულ მათგანს საკუთარი ქარიზმა გააჩნია. ხოლო Defender Hard Top ნიშნავს ბიზნესს, 90 და 110 ძარის სტილებით პროფესიული უნარებისთვის.


ყველა მათგანი გამოცდილი იყო უმკაცრეს პირობებში, არქტიკით დაწყებული, უდაბნოთი დამთავრებული. ყველა მათგანს გააჩნია სამჯერ უფრო ძლიერი ძარა 4x4 კონკურენტებთან შედარებით.


როგორც სიმტკიცე, ასევე მდგრადობა წარმოადგენს Defender-ის დიზაინის მიხედვით თანამედროვე ფუფუნების ხედვას. Defender 110 ხელმისაწვდომია ელექტრული ჰიბრიდის სახით.


მასში ასახულია გმირული და ქარიზმატული ბუნება და აგრძელებს ჰუმანიტარულ და კონსერვაციის საქმიანობას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციებსა და Tusk Trust-თან ერთად.


ის უკვდავყოფილია Lego-ში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა თაობას შთააგონებს, რომ გახდნენ დღევანდელი დღის გმირები. ის ასევე ფილმის ვარსკვლავია.


ჯეიმზ ბონდის ფანები ნახავენ Defender 110 SVX ოთკარიან პიკაპებს ფილმში „სპექტრი“, რომლებიც გათვალისწინებული აგენტი 007-ის ალპებში დასაჭერად. თუმცა ურთულეს ტესტს Defender დღეს გადის. კასკადიორმა მძღოლებმა 110-ების მანქანების კოლონა გაატარეს უგზოობის ექსტრემალურ პირობებში რბოლაში „სიკვდილის დრო არაა“, ბონდის 25-ე თავგადასავალში, იმისთვის, რომ შეექმნათ მანქანების დევნის სანახაობრივი სცენა.


ეს იყო შესაფერისი როლი ავტომობილისთვის, რომელიც ამჟამად ჭეშმარიტ თვითმყოფად ბრენდს წარმოადგენს. Defender-ს ახლო მომავლისთვის გააჩნია ელექტრული პერსპექტივა, მაგრამ რჩება ის, რაც იყო 1948 წლიდან – თავისუფლების შუქურა.

DEFENDER-ის მეტი ისტორია

საკუთარ თავში დარწმუნებული ქალების მხარდაჭერა

ქალები, რომლებსაც შეუძლიათ შეუძლებელი

მივესალმოთ უშიშარ ქალებს, რომლებიც შეუძლებელს აკეთებენ ყოველდღე Defender-თან ერთად.
წითელი ჯვარი

ჰუმანიტარულ საქმეში პარტნიორები 1954 წლიდან

Building community strength, preparedness and resilience around the world with the British Red Cross.
ქალი მიემგზავრება Defender-ით

არქტიკის ქალთევზა

ფოტოგრაფი მეგან ჰემსვორთი ცდილობს ყველაზე სახიფათო საზღვაო რაიონების აღბეჭდვას.

აღმოაჩინეთ DEFENDER

პარკირებული მანქანა უდაბნოში

DEFENDER 130

გააჩნია თავისი კლასის ავტომობილებს შორის საუკეთესო, მგზავრებისთვის განკუთვნილი 8 ადგილი, სავარძლების მესამე რიგით.
სიმწვანეში პარკირებული მანქანის გვერდითი ხედი

DEFENDER 110

გაზრდილი სივრცე შვიდი სავარძლით და მესამე რიგის ვარიანტი.
პარკირებული მანქანის გვერდითი ხედი

DEFENDER 90

აირჩიეთ ხუთი ან ექვსი სავარძელი.