1989 წლიდან Discovery ლიდერობს, როგორც SUV აქტიური ოჯახებისა და მეგობრებისთვის. Discovery-ს ისტორიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ერთად სხდებიან ავტომობილში და ახალ ადგილებს იკვლევენ.
35-ე წლისთავის ფილმი
უნივერსალური დიზაინი, Discovery-ს შესაძლებლობები და მოქნილი შვიდადგილიანი კომპლექტაცია მას იდეალურ საოჯახო SUV-ად აქცევს ერთად მოგზაურობისთვის.
მოემზადეთ მოგზაურობისთვის
მსოფლიოში ყველაზე უნივერსალური SUV. შეუდარებელი გამავლობა და მოქნილი შვიდადგილიანი კომპლექტაცია.
ყველას გიწვევთ
საუკეთესო SUV ერთად მოგზაურობისთვის. საერთო გამოყენებისთვის განკუთვნილი სივრცის, ნივთების შენახვის გონივრული სისტემებისა და დაკავშირებული ტექნოლოგიების წყალობით ყველა შეგიძლიათ მოიწვიოთ სამოგზაუროდ.
შეუდარებელი სამუშაო შესაძლებლობები
არცერთი თავგადასავალი არ არის მიუწვდომელი.
ყოველთვის აქტიური
ბუქსირების მაქსიმალური შესაძლებლობები — 3 500 კგ*, სისტემა Terrain Response 2 და 900 მმ-მდე ფონზე გადასვლის სიღრმე, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან ცოტა ადგილი, სადაც Discovery ვერ გაივლის.
კომფორტი მთელი ოჯახისთვის
მსოფლიო კლასის კომფორტი და მოხერხებულობა.
საბარგულის ზღაპრები
Discovery-ს ელექტრონულ პნევმატიკურ საკიდარს* შეუძლია უკანა კარის დაწევა, რათა შინაურ ცხოველებს შესვლა-გამოსვლა გაუადვილოს. გახადეთ ეს პროცესი კიდევ უფრო მოსახერხებელი ჩვენი სპეციალურად შემუშავებული შინაური ცხოველების აქსესუარების ნაკრების მეშვეობით.