უდაბნოში მოძრავი defender-ის ექსტრემალური ხედი ზემოდან

ეპიკური თავგადასავლები

Defender ადასტურებს დაკარის და FIA-ს რალის საერთაშორისო ჩემპიონატის სამწლიან პროგრამას

პროგრამა Defender-თან მრავალწლიანი ხელშეკრულების დანამატია, რომელიც არის დაკარის რალის ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი და აწვდის მხარდაჭერისა და სპეციალიზებული სადაზვერვო ავტომობილების პარკს, დაწყებული ამ წლიდან. 20 Defender-ისგან შემდგარი პარკი მხარდაჭერას გაუწევს ღონისძიებას, რომელიც დაიწყება ბიშაში, საუდის არაბეთში და დასრულდება შუბაიტაში, გადაიყვანს რა რბოლის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და VIP მედიას. კიდევ ექვსი მაღალი სპეციალიზაციის Defender-ის სადაზვერვო ავტომობილი გამოყენებული იქნება დაკარის რალის ორგანიზატორების მიერ 2026, 2027 და 2028 წლის ღონისძიებების მარშრუტების დასაგეგმად.

DEFENDER დაკარი

მარკ კამერონმა, Defender-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა: “Defender მონაწილეობს დაკარსი 2025 წლის რალიში, წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს და გამძლეობას ჩვენი ოფიციალური საავტომობილო პარტნიორობის საშუალებით, მაგრამ 12 თვეში ჩვენ დავბრუნდებით Defender-ის სამი მანქანით ქარხნული ჯგუფის სახით FIA-ის მსოფლიო რალის ჩემპიონატის კამპანიის დასაწყისში. ჩვენ ავირჩიეთ „Stock“ კატეგორიაში შეჯიბრი იმისათვის, რომ წარმოვაჩინოთ Defender-ის პროდუქციის სიმტკიცე და საიმედოობა“.



შემდეგი 12 თვის მანძილზე ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი, მაგრამ ვინაიდან Defender-ის სამუშაო პროგრამის ტესტირება და შემუშავება მიმდინარეობს, გუნდი უკვე ფიქრობს ავტორბოლის თავგადასავალზე, რომელიც დაიწყება 2026 წელს”.



ჯეიმს ბარკლიმ, JLR მოტოსპორტის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „მე დაკარს მოტოსპორტის ევერესტი შევარქვი. დღეს აქ ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვიხილოთ საწყისი ეტაპი, რომელსაც თან ახლავს გამოწვევები. ეს იქნება გასაოცარი თავგადასავალი როგორც ადამიანური, ასევე საინჟინრო პერსპექტივიდან გამომდინარე, და გუნდი უკვე ბევრს მუშაობს Defender-ის შესამუშავებლად FIA-ს W2RC 2026 წლის „Stock“ ახალი წესების შესაბამისად, რომლებიც ამ კატეგორიას ესოდენ კონკურენტულს გახდის. ჩვენ FIA-სთან, ASO-სა და სხვა მწარმოებლებთან ერთად ხელი შევუწყვეთ ამ ახალი რეგულაციების შემუშავებას, რომლებიც წარმოადგენს ახალ ამაღელვებელ თავს დაკარისთვის, W2RC და ზოგადად, რბოლისთვის“.



მოუთმენლად ველით, როდის მოგაწვდით სიახლეებს რბოლისთვის გათვალისწინებული Defender-ის შესახებ, რომელიც შემუშავების პროცესშია“.

აღმოაჩინეთ DEFENDER

პარკირებული მანქანა უდაბნოში

DEFENDER 130

თავისუფლება ყველასთვის. რვა ადგილი საერთო შესწავლის გამოცდილებისთვის.
ტყეში პარკირებული Defender

DEFENDER 110

ჩაალაგეთ ბარგი და ყველგან იმოგზაურეთ. მესამე რიგის დამატებითი სავარძლები და სერიოზული შესაძლებლობები.
Defender, პარკირებული ქალაქის გზაზე

DEFENDER 90

Defender მისი დახვეწილი ფორმით. განუსაზღვრელი შესაძლებლობები გელოდებათ.
Defender-ის წინა მხარის ხედი

DEFENDER-ის სამყარო

შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მოიცავს განახლებული დიზაინის ნიშანი შეუძლებელს.