დისქავერი სპორტი

დისქავერი სპორტი


უნივერსალური კომპაქტური ყველგანმავალი. ახლა უკვე დასამუხტი ჰიბრიდის სახითაც არის ხელმისაწვდომი
შექმენით საკუთარი

დიზაინი

შეისწავლეთ ექსტერიერი

დისქავერ სპორტი არის დისქავერის დნმ-ის თამამი ინტერპრეტაცია.
შექმენით თქვენი საკუთარი
დისქავერ სპორტი

დისქავერ სპორტი

დისქავერ სპორტი არის სუფთა ინტერპრეტაცია, რომელიც ავტომობილის დიზაინს აუმჯობესებს. სულერთია, მოძრაობთ ქალაქში, თუ უგზოობაში Discovery Sport ნებისმიერ თავგადასავალში გამოგყვებათ.
დისქავერ სპორტი R-DYNAMIC

დისქავერ სპორტი R-DYNAMIC

დისქავერ სპორტ R‑Dynamic თამამი და სპორტულია. დისქავერ სპორტ R‑Dynamic-ის სტანდარტული აღჭურვილობის გარდა, HSE-ს ემატება 20" სტილი 5089 თვლები და 14 მიმართულებით რეგულირებადი სავარძლები, მძღოლის დამახსოვრების უნარით.
შავი დისქავერ სპორტი

შავი დისქავერ სპორტი

მათთვის, ვისაც მეტი სიმძლავრე სურს. Discovery Sport Black აღჭურვილია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით. და კიდევ უფრო უკეთესი მართვისთვის, აქტიური ტრანსმისიით.

უნივერსალურობა

5+2 სავარძლები

5+2 სავარძლები

157 ლიტრი ექვსი მეგობრისთვის საკმარისი ადგილის გარდა, ბარგისთვის სტანდარტული სველი მოცულობა 157* ლიტრია. ეს ტოლფასია 115* ლიტრი მშრალი მოცულობისა, რომელიც მყარი ბლოკებით იზომება.

სველი მოცულობა არის ინდუსტრიის სტანდარტი, რომელიც საბარგო სივრცის ვირტუალურად სითხით შევსებით იზომება.
მშრალი მოცულობა გამოითვლება მყარი ბლოკებით (ზომები 200 x 50 x 100 მმ) და ის ავტომობილის შიგნით, რეალური სივრცის მოცულობას გვიჩვენებს.

ინტერიერის უკანა ხედვის სარკე CLEARSIGHT

ინტერიერის უკანა ხედვის სარკე CLEARSIGHT

თავის კლასში საუკეთესო საბარგული, თქვენი ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესოა. თუ თქვენი ყველა მგზავრი ავტომობილს ბარგით გადაავსებს, უკანა ხედვის სარკე ClearSight, მის უკან არსებული სივრცის დაუბრკოლებლად დანახვის საშუალებას გაძლევთ.
ACTIVITY KEY

ACTIVITY KEY

ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი გარე აქტივობებით, გასაღებების გამოყენების გარეშე. ACTIVITY KEY არის ძლიერი, სრულად წყალგაუმტარი სამაჯური. უბრალოდ დატოვეთ თქვენი გასაღებები უსაფრთხოდ ჩაკეტილ ავტომობილშო და გამოიყენეთ თქვენი ACTIVITY KEY დისქავერ სპორტის დასაკეტად და განბლოკვისთვის.
მატრიცული LED ფარები

მატრიცული LED ფარები

მატრიცული LED ფარები, ჩვენი ტექნოლოგიების გამის ნაწილია. მას აქვს შუქის ადაპტირებადი ჭავლი, რომელიც მაქსიმალურ სინთლესაც იძლევა და იმავდროულად, შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტსაც არ აბრმავებს.
მძღოლის დამხმარე ფუნქცია

მძღოლის დამხმარე ფუნქცია

შეარჩიეთ ის ფუნქცია. რომლის დანიშნულებაც, მართვის და პარკირების გაადვილება და უსაფრთხოებაა. ბევრი ხელმისაწვდომი ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ადვილად მიხვდებით, რომ ყველა მათგანი იმისთვის შეიმუშავეს, რათა თქვენთვის მართვა გაეადვილებინათ და უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

ინტერიერის ტექნოლოგია

Pivi-ს სტანდარტულ ფუნქციებში შედის:
- 10" სენსორული ეკრანი
- DAB ციფრული რადიო
- ახალი ინტერფეისი
- Apple CarPlay® 2
- Android Auto TM 3
- Remote 4

გააუმჯობესეთ Pivi Pro 5-მდე და თქვენ აკომპანიმენტს გაგიწევთ უახლესი ხელოვნური ინტელექტი. მის ფუნქციებში შედის თვითსწავლის უნარის მქონე სანავიგაციო სისტემა, რომელიც თქვენს მგზავრობას სრული კავშირით უზრუნველყოფს.
PIVI AND PIVI PRO
მოკლე ინფორმაცია
MERIDIAN-ის სივრცული ხმოვანი სისტემა
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება

თქვენი ავტომობილი ყოველთვის ფორმაშია, რადგან პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად ახლდება. ავტომობილის ინფოტაინმენტი, ტელემეტრია და კონტროლის სხვადასხვა მოდულები, შორიდან განახლებადია, რაც მათს ოპტიმალურ მუშაობას განაპირობებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილი გაუმჯობესებას აგრძელებს.
უკაბელო დამუხტვა

უკაბელო დამუხტვა

დამატებითი უკაბელო დასამუხტი მოწყობილობა, ტელეფონის სიგნალის გამაძლიერებლით, თავსებადი სმარტფონების უკაბელოდ დამუხტვის საშუალებას იძლევა. მანქანაში ყოფნისას, თქვენი ტელეფონი, საავტომობილო ანტენის გამოყენებით, სიგნალის გაუმჯობესებას შეძლებს.
CABIN AIR PURIFICATION SYSTEM WITH PM 2.5 FILTER

CABIN AIR PURIFICATION SYSTEM WITH PM 2.5 FILTER

ფუნქციურ შეთავაზებაშია იონიზატორი Nanoe, რომელიც მძღოლის და მგზავრთა განწყობას აუმჯობესებს. ამ ფუნქციის გააქტიურებით, სპეციალურად შემუშავებული ფილტრი, გარედან შემოსულ ჰაერში არსებულ მცირე ნაწილაკებს და ალერგენებს, როგორებიცაა PM2.5, მტვერი და ყვავილის მტვერი, მიიზიდავს და დაიჭერს.

შესაძლებლობები

სრულ ამძრავიანი

სრულ ამძრავიანი


თავდაჯერებულ მართვას უგზოობაშიც უზრუნველყოფს. ისეთ სრიალა ზედაპირებზე, როგორიცაა ბალახიანი და თოვლიანი გზის საფარი, თვლებს შორის ბრუნვის რიცხვი ისე ნაწილდება, რომ ჩაჭიდება მაქსიმალური იყოს.
გზის საფარზე რეაგირების სისტემა

გზის საფარზე რეაგირების სისტემა

შეარჩიეთ ოთხიდან ერთ-ერთი რეჟიმი და Discovery Sport რელიეფის შესაბამისად მომართეთ. გზის საფარზე რეაგირების სისტემა 2 მოძრაობის პირობებს აკონტროლებს და ეს მრავალი ჯილდოს მომგები სისტემა, ახალ დონეზე აჰყავს. ის თქვენთვის ყველაზე შესაფერის რეჟიმს, ყოველთვის თავისით არჩევს.
თხრილის გავლა

თხრილის გავლა

თავდაჯერებულობა და სპონტანურობა, წყალში გავლის დროსაც შეინარჩუნეთ. Wade Sensing წყლიანი წინააღმდეგობის გადალახვაში დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით, დისქავერ სპორტი გაგაფრთხილებთ, თუ წყალი იმაზე ღრმაა, რისი გადალახვის უნარიც ავტომობილს აქვს.
ბუქსირის შესაძლებლობა

ბუქსირის შესაძლებლობა

დისქავერ სპორტს 2 200-კილოგრამიანი მისაბმელის ტარება შეუძლია. ასევე შესაძლებელია დამატებითი მოსახსნლი საბუქსირე მოწყობილობის, ან ელექტრულად გასაშლელი მოწყობილობის დაყენება. თქვენ შეგიძლიათ, ავტომობილის უნივერსალობა კიდევ უფრო გაზარდოთ, თუ ბუქსირებისთვის საჭირო სხვა დამატებით აქსესუარს აირჩევთ.
CLEARSIGHT მიწის ხედი

CLEARSIGHT მიწის ხედი

იდეალურია, როცა უგზოობისას და უხეშ საფარზე გადაადგილება გიწევთ. ClearSight Ground View მოიცავს 3D სივრცულ კამერას, რითაც იმის დანახვას შეძლებთ, რაც კაპოტის ქვეშაა. და მოძრაობისას სხვადასხვა ხედს, მათ შორის, ავტომობილის ქვეშ არსებულ სივრცეს გიჩვენებთ.

მახასიათებლები

დასამუხტი ჰიბრიდი

დასამუხტი ჰიბრიდი


საუკეთესოდ მიესადაგება როგორც ქალაქში მოძრაობას, ასევე ოჯახურ თავგადასავლებს. დისქავერ სპორტ Plug‑in Hybrid-ს შეუძლია გამონაბოლქვის გარეშე, სრულად ელექტრულ რეჟიმში მოძრაობა და მუდმივი დენის სწრაფი დამტენით იმუხტება.
ძრავები

ძრავები

Discovery Sport-ის გამაში შედის ბევრი ძრავი, რომლებიც დინამიურობით და ეკონომიურობით გამორჩევა. მათ შორის არის დასამუხტი ჰიბრიდიც.
კონფიგურირებადი დინამიკა

კონფიგურირებადი დინამიკა

საკიდარის და საჭის სისტემის კონფიგურირება, დისქავერ სპორტის სენსორული ეკრანით არის შესაძლებელი, რითაც თქვენთვის სასურველ სპეციფიკაციებს მიაღწევთ.
აქტიური ტრანსმისია

აქტიური ტრანსმისია

ხელმისაწვდომია მხოლოდ Discovery Sport Black-ისთვის. უგზოობის აქტიური ტრანსმისია უკეთეს ჩაჭიდებას, სტაბილურობას და მშვიდ მართვას უზრუნველყოფს. სისტემა მოსახვევების უკეთ გავლაშიც გეხმარებათ.
შექმენით თქვენი საკუთარი

შექმენით თქვენი საკუთარი


მრავალმხრივი კომპაქტური ყველგანმავალი. კონფიგურატორის გამოყენებით, თქვენთვის იდეალური ლენდ როვერ დისქავერ სპორტი შეიმუშავეთ.
შექმენით თქვენი საკუთარი

გააგრძელეთ კვლევა

შეარჩიეთ თქვენი დისქავერ სპორტი.

შეარჩიეთ თქვენი დისქავერ სპორტი.

სრული სამოდელო გამის ნახვა შესაძლებელია აქ. ყველა მათგანზე ხელმისაწვდომია უბადლო დიზაინი, დამხმარე საშუალებები და ტექნოლოგიები. შეარჩიეთ თქვენი მოდელი
გალერეა

გალერეა

ჩვენი ავტომობილებისთვის, დეტალებზე ყურადღების გამახვილება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. შეუძლებელია, დისქავერ სპორტი არ შეამჩნიოთ. იხილეთ გალერეა
სპეციფიკაციები

სპეციფიკაციები

იხილეთ წვრილმანი დეტალები. გაიგეთ მეტი ძრავის მახასიათებლების, გაბარიტების და საწვავის ხარჯის შესახებ. იხილეთ სპეციფიკაციები
ლენდ როვერის კოლექცია

ლენდ როვერის კოლექცია

ჩვენი აქსესუარების ექსკლუზიური კოლექცია, ჩვენი ავტომობილების შთაგონებით არის შექმნილი და ტიპიურ ბრიტანულ სტილშია შესრულებული.

აქ მოყვანილი ციფრები გამოთვლილია NEDC2 სტანდარტის შესაბამისად, მწარმოებლის WLTP ტესტების საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს. გამონაბოლქვის და საწვავის ხარჯის მონაცემები, ბორბლებზე და დამატებით ეკიპირებაზეა დამოკიდებული. NEDC2 მაჩვენებლები იანგარიშება მთავრობის ფორმულით და WLTP მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ძველი NEDC ტესტების მონაცემების საფუძველზე მიღებული მაჩვენებლების ექვივალენტურია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება სწორად დაბეგვრა.

აქ მოყვანილი მონაცემები, მწარმოებლის შეფასებებია და მალე ევროკავშირის ოფიციალური სატესტო მონაცემებით შეიცვლება. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს. გამონაბოლქვის და საწვავის ხარჯის მონაცემები, ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა მართვის სტილი, გარემოს პირობები, დატვირთვა, გამოყენებული ბორბლები და აქსესუარები.

*წარმოდგენილი სავარძლები სრულად წინ წაწეულია და დახრა არ აქვს.

ადგილობრივ რეგულაციებზეა დამოკიდებული. თუ ბიფოკალური და ვარიფოკალური ლინზების მომხმარებლები, უკანა ხედვის ციფრულ სარკე ClearSight-ის მომართვას ვერ შეძლებენ, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვეულებრივი სარკის რეჟიმზე გადასვლა.

თქვენი ავტომობილი მომზადებულია Apple CarPlay-სთვის. მომსახურებები, რომლებსაც Apple CarPlay გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.apple.com/uk/ios/feature-availability/#apple-carplay

თქვენი ავტომობილი მომზადებულია Android Auto-სთვის. მომსახურება, რომლებსაც Android Auto გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.android.com/auto/

Land Rover Remote მოიცავს გამოწერის მომსახურებებს, რომლების გაგრძელებაც შესაძლებელია იმ პირველადი ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელსაც Land Rover-ის საცალო მოვაჭრე შემოგთავაზებთ. Land Rover Remote უნდა ჩამოიტვირთოს Apple App Store/Google Play Store-დან.

Connected Navigation-ს დასჭირდება დამატებითი გამოწერა მას შემდეგ, რაც Land Rover-ის საცალო მოვაჭრის მიერ მითითებული პირველადი ვადა ამოიწურება.

რიგი ბაზრებისთვის, მოთხოვნილია მზისგან დამცავი შუშა. ნავიგაციის მიმართულება საქარე შუშაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ავტომობილი Pivi Pro-თია ეკიპირებული.

განახლებისთვის საჭიროა კავშირი.

ClearSight Ground View დამოკიდებულია 3D სივრცულ კამერაზე. გამოსახულება პირდაპირ რეჟიმში არ გადაიცემა. უსაფრთხოებისთვის, შეამოწმეთ ავტომობილის ირგვლივ სივრცე. უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ რეგულაციებს.

დამატებითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა ავტომობილის სპეციფიკაციაზეა (მოდელი და ძალური დანადგარი) დამოკიდებული, ან საჭიროებს სხვა ფუნქციების დაყენებას. დეტალებისთვის გთხოვთ, ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს დაუკავშირდეთ, ან თქვენი ავტომობილი ონლაინ მომართეთ .

Pivi და InControl ფუნქციები, ოპციები, მესამე მხარისგან შეთავაზებული მომსახურებები და მათი ხელმისაწვდომობა, ბაზარზეა დამოკიდებული. ამისთვის მიმართეთ Land Rover-ის ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს და პირობები მასთან შეათანხმეთ.
მობილური ქსელის კავშირი, ყველა რეგიონში გარანტირებული არ არის. ტექნოლოგია InControl-თან დაკავშირებული ინფორმაცია და სურათები, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას საჭიროებს. ვერსიის კონტროლი და სხვა ცვლილებები, შერჩეულ ოპციებზეა დამოკიდებული.

ინტერიერის ფუნქციების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს საფრთხის შემცველი არაა. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი ავტომობილს ყოველთვის სრულად აკონტროლებენ.

Apple CarPlay არის Apple Inc.-ის სავაჭრო ნიშანი. საჭიროა Apple Inc-ის მომხმარებლის პირობების გამოყენება.

Android Auto არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშანი.

Meridian არის Meridian Audio Ltd.-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. Trifield და სამ ველიანი მოწყობილობა არის Trifield Productions Ltd-ს სავაჭრო ნიშანი.

Nanoe არის Panasonic Corporation-ის სავაჭრო ნიშანი.