რენჯ როვერ ევოუქი


თავის გამოჩენის დროა. ახლა უკვე ხელმისაწვდoმია, როგორც დასამუხტი (პლაგ-ინ) ჰიბრი
გამონაბოლქვი გ/კმ 43-დან საწვავის ხარჯი ლ/100 კმ 2.0-დან

დიზაინი

Range Rover Evoque L550 21MY

შეისწავლეთ ექსტერიერი

ჩვენი დიზაინის ფილოსოფია გრძელდება. მისთვის დამახასიათებელი, კუპეს სტილის სილუეტით, რენჯ როვერ ევოუქი არის იმ ავტომობილის მემკვიდრე, რომელმაც მთელს მსოფლიოში, უამრავი ადამიანის გული დაიპყრო.
შექმენით თქვენი საკუთარი
რენჯ როვერ ევოუქი და R-DYNAMIC

რენჯ როვერ ევოუქი და R-DYNAMIC

რენჯ როვერ ევოუქი არის მინიმალისტური და დახვეწილი ავტომობილი. რენჯ როვერ ევოუქ R-Dynamic კი, თავისი თამამი და სპორტული დიზაინით, რაც ავტომობილის მიმზიდველობას კიდევ უფრო აძლიერებს, შესაძლებლობათა საზღვრებს კიდევ უფრო აფართოებს.
RANGE ROVER EVOQUE NOLITA EDITION

RANGE ROVER EVOQUE NOLITA EDITION

Range Rover Evoque Nolita Edition მოიცავს ბევრ თავისებურებას, მათ შორის, კონტრასტულ, Nolita-ს რუხი ფერის ფიქსირებულ პანორამულ სახურავს განათებით, უკანა ხედვის ClearSight სარკეს, რომელიც უკან არსებულ სივრცეს დაგანახებთ და Pivi Pro-ს 10-დუიმიან ქვედა სენსორულ ეკრანს.
RANGE ROVER EVOQUE AUTOBIOGRAPHY

RANGE ROVER EVOQUE AUTOBIOGRAPHY

Range Rover Evoque Autobiography მოდელ R-Dynamic HSE-ზე არის ბაზირებული და გამოირჩევა გაპრიალებული სპილენძის წარწერით, 21-დუიმიანი საბურავებითა და შავი ფერის ბამპერებით;

ინტერიერის ტექნოლოგიები

PIVI და PIVI PRO 
იხილეთ მოკლე ინფორმაცია
MERIDIAN™ სივრცული ხმოვანი სისტემა
პროგრამული განახლება

პროგრამული განახლება

თქვენი ავტომობილი ყოველთვის მწყობრშია, რადგან პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად ახლდება. ავტომობილის ინფოტაინმენტი, ტელემეტრია და კონტროლის სხვადასხვა მოდულები, შორიდან განახლებადია, რაც მათ ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება.
WIRELESS CHARGING

WIRELESS CHARGING

უკაბელო დასამუხტი მოწყობილობა, ტელეფონის სიგნალის გამაძლიერებლით, დასამუხტი წერტილის გარეშე დამუხტვის საშუალებას იძლევა. თქვენი ტელეფონი ავტომობილის ანტენას სიგნალის გაუმჯობესებისთვისა და მკაფიო საუბრებისთვის იყენებს.
კაბინის ჰაერის გამწმენდი სისტემა PM2.5 ფილტრით

კაბინის ჰაერის გამწმენდი სისტემა PM2.5 ფილტრით

მისი ერთ-ერთი ფუნქცია- Nanoe იონიზატორი, მძღოლის და მგზავრთა განწყობას აუმჯობესებს. ღილაკ PURIFY-ს გააქტიურების შემდეგ, სპეციალურად შემუშავებული ფილტრი PM2.5, გარედან შემოსულ, ჰაერში არსებული მტვრის მცირე ნაწილაკებსა და ალერგენებსაც კი აკავებს.

შესაძლებლობები

სრულ ამძრავიანი

უზრუნველყოფს თავდაჯერებულ მართვას როგორც გზაზე, ისე უგზოობისას. სრიალა ზედაპირზე, როგორებიცაა ბალახი და თოვლი, მაბრუნი მომენტი წინა და უკანა თვლებს შორის ისე ნაწილდება, რომ გზასთან ჩაჭიდება მაქსიმალური იყოს.

მახასიათებლები

დასამუხტი ჰიბრიდი


რენჯ როვერ ევოუქის დასამუხტი ჰიბრიდული სისტემა, ბენზინის 3-ცილინდრიან 1.5-ლიტრიან და ელექტრო ძრავს აერთიანებს. მისი ჯამური სიმძლავრე კი 309 ცხენის ძალაა. ის შეგიძლიათ მართოთ პარალელურ ჰიბრიდულ, ან ელექტრომობილის რეჟიმში.
ტრანსმისია

ტრანსმისია

რენჯ როვერ ევოუქის გამაში შემავალი ძრავები სიმძლავრითა და ეკონომიურობით გამოირჩევა, რაც მართვის სიამოვნებას უზრუნველყოფს.
ადაპტირებადი დინამიკა

ადაპტირებადი დინამიკა

ადაპტირებადი დინამიკის დახმარებით, რომელსაც სენსორული ეკრანით აარჩევთ, რენჯ როვერ ევოუქის რეაქცია კიდევ უფრო მკვეთრი გახდება, შესაბამისად მართვა და მოძრაობის მდგრადობაც უმჯობესდება.
ცვლადი დინამიკა

ცვლადი დინამიკა

ფუნქცია Configurable Dynamics ოპციური შეთავაზებაა და რენჯ როვერ ევოუქის დროსელის, გადაცემის გადართვის მომენტების, საჭის და საკიდარის მუშაობას იმგვარად მომართავს, რომ თქვენი მართვის სტილს მიუსადაგოს.

მრავალმხრივობა

5 სავარძელი

მძღოლსა და მგზავრებთან ერთად, ინდუსტრიაში სტანდარტული, სველი მოცულობა, 591 ლიტრის მოცულობის ტვირთის გადატანის საშუალებას გაძლევთ.

სველი მოცულობა არის ინდუსტრიის სტანდარტი, რომელიც საბარგო სივრცის სითხით შევსებით გამოითვლება. მშრალი მოცულობა გამოითვლება მყარი ბლოკებით (გაბარიტები 200 x 50 x 100 მმ) და ის საბარგულში არსებულ სივრცეს გვიჩვენებს.

ინტერიერის უკანა ხედვის სარკე CLEARSIGHT

ინტერიერის უკანა ხედვის სარკე CLEARSIGHT

სიახლე Land Rover-ისთვის და ერთ-ერთი იმ მრავალ ინოვაციურ ფუნქციათაგანი, რომელიც Range Rover Evoque-ის მართვას სასიამოვნოს ხდის. ეს არის დამატებითი ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილის უკან არსებული სივრცის ხედს დაუბრკოლებლად გვაჩვენებს. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენს უკან ხედს მგზავრები ფარავენ, თუ საბარგულში არსებული ბარგი გიშლით ხელს.
მატრიცული LED ფარები

მატრიცული LED ფარები

მატრიცული LED ფარები, დღის საფირმო შუქებით (DRL), ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიების გამის ნაწილია და შუქის ადაპტირებად ჭავლს გამოიმუშავებს. შუქის ჭავლში, შორი განათების სექციების რაოდენობა მაქსიმალურია, რითაც უკეთესად ანათებს და იმავდროულად, ჩრდილავს იმ სექციებს, რომლებსაც შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებისთვის თვალის მოჭრა შეუძლია.
მძღოლის დამხმარე სისტემა

მძღოლის დამხმარე სისტემა

შეარჩიეთ ფუნქციები, რომლების დანიშნულებაც, მართვის და პარკირების გამარტივება და უსაფრთხოებაა. არაერთი ხელმისაწვდომი ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყველა ფუნქცია, თქვენი მართვის გასაუმჯობესებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის შემუშავებული.
უსაფრთხოება

უსაფრთხოება

ISOFIX-ი და აირბალიშები, უსაფრთხოებას კიდევ უფრო აუმჯობესებს. ISOFIX-ის ორი წერტილი ბავშვის სავარძლის დამჭერისთვის, უკანა სავარძლის ორივე მხარეს არის განლაგებული. ექვსი აირბალიშისგან შემდგარი კომპექსური სისტემა კი, რომელშიც მძღოლის და მგზავრის აირბალიშები, ასევე მკერდის დამცავი ბალიშები და გვერდითი უსაფრთხოების ფარდები შედის, სტანდარტულ კომპლექტაციაშია.

თქვენი რენჯ როვერ ევოუქი

შექმენით თქვენი საკუთარი

შექმენით თქვენი საკუთარი

თავის გამოჩენის დროა. კონფიგურატორის გამოყენებით შექმენით თქვენთვის იდეალური რენჯ როვერ ევოუქი.
დამოწმებული მეორადი

დამოწმებული მეორადი

როცა ვერ იტყვით, რომ მეორადია, ესე იგი, ლენდ როვერის მიერ არის დამოწმებული..

გააგრძელეთ

შეარჩიეთ თქვენი RANGE ROVER EVOQUE

შეარჩიეთ თქვენი RANGE ROVER EVOQUE

სრული სამოდელო რიგის ნახვა შესაძლებელია აქ. ყველა მათგანზე ხელმისაწვდომია უბადლო დიზაინი, დამხმარე საშუალებები და ტექნოლოგიები. შეარჩიეთ თქვენი მოდელი
გალერეა

გალერეა

ჩვენი ავტომობილებისთვის დეტალებზე ყურადღების გამახვილება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. რენჯ როვერ ევოუქი ჭეშმარიტად თვითმყოფადია. იხილეთ გალერეა
სპეციფიკაცია

სპეციფიკაცია

იხილეთ წვრილმანი დეტალები. გაიგეთ მეტი ძრავის მახასიათებლების, გაბარიტებისა და საწვავის ხარჯის შესახებ. იხილეთ სპეციფიკაციები

ლენდ როვერის აქსესუარები

თანამედროვე, მტკიცე და პრაქტიკული. ექსტერიერის და ინტერიერის აქსესუარების არჩევით, თქვენი რენჯ როვერ ევოუქი. კიდევ უფრო ინდივიდუალური გახდება.
იპოვნეთ აქსესუარები

აქ მოყვანილი ციფრები გამოთვლილია NEDC2 სტანდარტის შესაბამისად, მწარმოებლის WLTP ტესტების საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს. გამონაბოლქვის და საწვავის ხარჯის მონაცემები, ბორბლებზე და დამატებით ეკიპირებაზეა დამოკიდებული. NEDC2 მაჩვენებლები იანგარიშება მთავრობის ფორმულით და WLTP მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ძველი NEDC ტესტების მონაცემების საფუძველზე მიღებული მაჩვენებლების ექვივალენტურია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება სწორად დაბეგვრა.

იხილეთ WLTP მონაცემები

WLTP არის ევროკავშირის ახალი ოფიციალური ტესტი, რომელსაც სამგზავრო ავტომობილების საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის დასაანგარიშებლად იყენებენ. ის საზღვრავს საწვავის და ენერგიის ხარჯს, სვლის სიშორეს და გამონაბოლქვს. ის შემუშავებულია იმისთვის, რომ მივიღოთ რეალურთან მიახლოებული მაჩვენებლები. მისი მეშვეობით იტესტება ავტომობილები დამატებითი ეკიპირებით და ტესტები უფრო მომთხოვნი სატესტო პროცედურებით სრულდება.

აქ მოყვანილი მონაცემები, მწარმოებლის შეფასებებია და მალე ევროკავშირის ოფიციალური სატესტო მონაცემებით შეიცვლება. გამოიყენება მხოლოდ შესადარებლად. რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს. გამონაბოლქვის და საწვავის ხარჯის მონაცემები, ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა მართვის სტილი, გარემოს პირობები, დატვირთვა, გამოყენებული ბორბლები და აქსესუარები.

ბაზარზეა დამოკიდებული

გასაწევი პანორამული სახურავის შერჩევით, წინ და უკან თავის მაღლა სიმაღლე მცირდება.

ხელმისაწვდომია მხოლოდ Nolita ვერსიაზე.

ფუნქცია ადგილობრივ რეგულაციებზეა დამოკიდებული. თუ ბიფოკალური და ვარიფოკალური ლინზების მომხმარებლები, უკანა ხედვის ციფრულ სარკე ClearSight-ის მომართვას ვერ შეძლებენ, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვეულებრივი სარკის რეჟიმზე გადასვლა.

Connected Navigation-ს დასჭირდება დამატებითი გამოწერა მას შემდეგ, რაც Land Rover-ის საცალო მოვაჭრის მიერ მითითებული პირველადი ვადა ამოიწურება.

თქვენი ავტომობილი მომზადებულია Apple CarPlay-სთვის. მომსახურებები, რომლებსაც Apple CarPlay გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.apple.com/uk/ios/feature-availability/#apple-carplay

თქვენი ავტომობილი მომზადებულია Android Auto-სთვის. მომსახურებები, რომლებსაც Android Auto გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.android.com/auto/

რიგი ბაზრებისთვის, მოთხოვნილია მზისგან დამცავი შუშა. ნავიგაციის მიმართულება საქარე შუშაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ავტომობილი Pivi Pro-თია ეკიპირებული.

განახლებისთვის საჭიროა კავშირი.

ClearSight Ground View დამოკიდებულია 3D სივრცულ კამერაზე. გამოსახულება პირდაპირ რეჟიმში არ გადაიცემა. უსაფრთხოებისთვის, შეამოწმეთ ავტომობილის ირგვლივ სივრცე. უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ რეგულაციებს.

დამატებითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა ავტომობილის სპეციფიკაციაზეა (მოდელი და ძალური დანადგარი) დამოკიდებული, ან საჭიროებს სხვა ფუნქციების დაყენებას. დეტალებისთვის გთხოვთ, ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს დაუკავშირდეთ, ან თქვენი ავტომობილი ონლაინ მომართეთ.

ინტერიერის ფუნქციების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს საფრთხის შემცველი არაა. მძღოლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი ყოველთვის სრულად აკონტროლებენ ავტომობილს.

Pivi და InControl ფუნქციები, ოპციები, მესამე მხარისგან შეთავაზებული მომსახურებები და მათი ხელმისაწვდომობა, ბაზარზეა დამოკიდებული. ამისთვის მიმართეთ Land Rover-ის ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს და პირობები მასთან შეათანხმეთ.
გარკვეული ფუნქციების მიღება, გამოწერით არის შესაძლებელი და ადგილობრივი საცალო მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირველადი ვადის გასვლის შემდეგ, გამოწერის გაგრძელებას საჭიროებს. მობილური ქსელის კავშირი, ყველა რეგიონში გარანტირებული არ არის. ტექნოლოგია InControl-თან დაკავშირებული ინფორმაცია და სურათები, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას საჭიროებს. ვერსიის კონტროლი და სხვა ცვლილებები, შერჩეულ ოპციებზეა დამოკიდებული.

Apple CarPlay არის Apple Inc.-ის სავაჭრო ნიშანი. საჭიროა Apple Inc-ის მომხმარებლის პირობების გამოყენება.

Android Auto არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშანი.

Meridian არის Meridian Audio Ltd.-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. Trifield და სამ ველიანი მოწყობილობა არის Trifield Productions Ltd-ს სავაჭრო ნიშანი.

Nanoe არის Panasonic Corporation-ის სავაჭრო ნიშანი.